მიწოდების, გადაცვლისა და უკან დაბრუნების პირობები
ნივთის შესყიდვა
„პიპინია “ ვალდებულია შესყიდული ნივთი შეამოწმოს და დაუზიანებელ მდგომარეობაში ჩააბაროს დამკვეთს მითითებულ მისამართზე.
იმ შემთხვევაში თუ, შესყიდული ნივთი დაზიანებულია, დამკვეთი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ნივთი. აღნიშნულ შემთხვევაში დამკვეთსა და კურიერს შორის გაფორმებული შესაბამისი აქტის საფუძველზე, კომპანია სრულად აანაზღაურებს თანხას უნაღდო ანგარიშსწორებით 4 (ოთხი) საბანკო დღის განმავლობაში. ყველა სხვა შემთხვევაში ნივთის უკან დაბრუნება არ ხდება.
ნივთის გადაცვლა
დამკვეთი ჩაიბარებს შესყიდულ ნივთს და შემდგომ, მაქსიმუმ 2 დღის ვადაში თვითონ მიიტანს „პიპინია”-ს აღნიშნულ მისამართზე (ქალაქი თბილისი, ჯანაშიას ქუჩა N 5) სამუშაო საათები 11:00-20:00.„პიპინია”-ს ადმინისტრაცია შეამოწმებს ნივთს და იმ შემთხვევაში თუ ნივთი არ არის დაზიანებული, დამკვეთს შეუძლია გადაცვალოს იგივე ღირებულების ან უფრო მაღალფასიან ნივთში, შესაბამისი თანხის დამატებით.
მიტანის პირობები
სტანდარტული საკურიერო მომსახურება:
16:00 საათამდე განხორციელებული შეკვეთის მიწოდება , სტანდარტული საკურიერო მომსახურებით ხდება იმავე დღის 20:00 საათამდე. ხოლო 16:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთა ავტომატურად გადადის შემდეგ დღეზე.
ფასები სასურველი საკურიერო მომსახურების შესახებ დაჯამდება წონითი კატეგორიის მიხედვით.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
პიპინიას ჯგუფი პასუხისმგებლობით ეკიდება პიროვნებების მონაცემების კონფიდენციალურობას. მათ შორის სახელის, მისამართის, ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის.
თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება საქართველოს მონაცემთა დაცვის კანონის მიხედვით.